რა არის სიზმარი?

December 27, 2009

სიზმარი საკმაოდ აქტუალური თემაა და ამოტომაც გადავწყვიტე, პირველი პოსტი მისთვის მიმეძღვნა. ღასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სტუდენტობისას დავწერე პრეზენტაციისთვის და ახლა პოსტისთვის გადავაკეთე.

პირველ რიგში, მათ, ვისაც აქვს ილუზია, რომ სიზმარი რაღაც მისტიურს წარმოადგენს, მინდა იმედები გაგიცრუოთ. ყველაფერი, რასაც სიზმარი წარმოადგენს და გადმოსცემს თქვენშივეა, თქვენ ტვინებშია. ამის შესაახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ მთლიანი პოსტი. თუ თქვენს კითხვას პასუხი ამით არ გაეცემა, დატოვეთ კომენტარი და შევეცდები უკეთ აგიხსნათ.

სიზმრის პრობლემა გაცილებით ადრე მოექცა მკვლევართა ყურადღების ცენტრში, ვიდრე თვით ძილის ან ადამიანის სიფხიზლის ცნობიერის პრობლემა. განაგრძე პოსტის კითხვა აქ ===>>


თქვენთვის, ვისაც გაქვთ კითხვები

December 20, 2009

მას შემდეგ, რაც არაერთი ქართული ფსიქოლოგთან კითხვა-პასუხის ფეილი ვიხილე, გადავწყვიტე, თვითონ გამეკეთებინა ბლოგი, სადაც დაინტერესებული პირების კითხვებს გავცემდი პასუხს, როგორც ფსიქოლოგი და არა როგორც დაქალი, ძმაკაცი, მამაო და ა.შ. მხოლოდ ფსიქოლოგი.

ასე რომ ველი თქვენს შეკითხვებს.

ბლოგი განახლდება შემდეგი პრინციპით: 2-3 დღეში ერთხელ დაიპოსტება პასუხები ყველა დასმულ კითხვაზე. თუ კითხვების რაოდენობა ზედმეტად ბევრი იქნება (რაშიც, ამ ეტაპზე, ეჭვი მეპარება) დრო პოსატებს შორის უფრო გაიზრდება.

მოკლედ, ბლოგს გახსნილად ვაცხადებ.

შეკითხვებს ველოდები ელ-ფოსტაზე: kitxvebi@gmail.com


Follow

Get every new post delivered to your Inbox.